1. პროექტის სახელი: ქართული ურთხელი, ანუ უთხოვარი.
2. პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: მოსწავლეების გადაწყვეტილებით შეირჩა თემა. თემის გარშემო დაისვა რამოდენიმე შეკითხვა ,რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობის გაღვივებას და კვლევა–ძიებისაკენ უბიძგებს. კერძოდ როგორ ხდება ურთხელის მოშენება მის ბუნებრივ გარემოში, ისე ნაკრძალებში. როდესაც საარსებო გარემოს შესწავლა დასრულდა, დაიწყო მისი რაოდენობის შემცირების მიზეზების დადგენა.
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ერთიანდებიან საპროექტო ჯგუფებად[შესაძლოა კლასის დაყოფა როგორც შემთხვევითი პრინციპით:გაყოფა, გათვლა..., ასევე მასწავლებლის მიერ მიზნობრივი გადანაწილებით]. შემდეგ პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფში.
.ურთხელის საარსებო გარემო.
.მისთვის დამახასიათებელი სასიცოცხლო ციკლი.
.უფროსების დახმარება. ისინი კარგ რჩევებს მისცემენ, როგორ მოუარო ქართულ ურთხელს.
.ურთხელის წითელ წიგნში მოხვედრის მიზეზების გარკვევისას ბავშვები ადგენენ
.ხომ არ აქვს მას დეკორატიული დანიშნულება?
.ხომ არ აქვს მას სამკურნალო დანიშნულება?
.ხომ არ ნადგურდება მისი საბინადრო გარემო[ხომ არ იჩეხება ტყე?]
.რატომ დაარქვა ხალხმა მას უთხოვარი?
4.მონაწილეთა ასაკი: მე–3 კლასის მოსწავლეები.
5.ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: გონებრივი იერიში, ასოციაციური რუკა, ჯგუფური აქტივობები.
7.მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები ,რაც შეიძლება ,შეიქმნას: მოსწავლეები მოიფიქრებენ გამოსცენ სარეკლამო ბუკლეტი ან გადაიღონ ვიდეორგოლი, რომელიც პრობლემას უამრავ ადამიანს გააცნობს.
8.სარგებელი სხვებისთვის: პროექტის შემდეგ მოსწავლეები გაუფრთხილდებიან ტყეებს[ბუნებას]
9.სამუშაო ენა: ქართული ენა.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა ,ბუნებისმეტყველება,ბუნ.3.2.,ბუნ.3.9,ბუნ.3.12. ქართ.3.1, ქართ3.4, ქართ3.6..
11.ავტორი:მაია ლაზარიაშვილი
12.ელ.ფოსტა:mlazariashvili1@gmail.com
No comments:
Post a Comment